Thumbnail
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი 0:6, 2:6, 5:7 რაფაელ ნადალი
  • თიხნარის მეფემ როლან გაროსი მეცამეტედ მოიგო

რაფაელ ნადალს თიხნარზე ტურნირებს და თამაშებს კი არა, სეტსაც ვერ უგებენ!

ის, რაც ესპანელმა საფრანგეთის ღია პირველობაზე და, განსაკუთრებით ფინალში გააკეთა, ძალაუფლებისა და შესაძლებლობების შთამბეჭდავი დემონსტრირება გახლდათ. რაფამ ნოვაკ ჯოკოვიჩი სამ სეტში, 6:0, 6:2, 7:5 გაანადგურა და როლან გაროსი მეცამეტედ მოიგო! ეს მისთვის მეოცე დიდი სლემია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადალი როჯერ ფედერერს გაუთანაბრდა! ნოლეს 17 აქვს.

საერთო ჯამში, რაფას როლან გაროსზე 102 მატჩიდან 100 აქვს მოგებული!

ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელიც მსოფლიოს პირველი ჩოგანია, თიხნარის მეფესთან შანსი არ ჰქონია. არადა, ნადალი ჯოკოვიჩის წინააღმდეგ - ეს დიდი კლასიკაა. ამაზე უფრო ხშირი პროფესიულ ჩოგბურთში არცერთი დუელი არ ყოფილა. ეს 56-ე შეხვედრა გახლდათ. 

“ვულოცავ რაფას. დღეს შენ გვიჩვენე, რომ თიხნარის მეფე ხარ. დღეს აბსოლუტურად უკეთეს მოთამაშესთან დავმარცხდი. მადლობა ორგანიზატორებს, რომ ტურნირი შედგა,” - განაცხადა ჯოკოვიჩმა ფინალის შემდეგ.

“აქ მოგება ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. დღეს იმაზე არ ვფიქრობ, რომ როჯერს გავუთანაბრდი. როლან გაროსი ჩემთვის მართლაც ყველაფერია. სწორედ აქ ვიზეიმე ჩემი უდიდესი ტრიუმფები. ვულოცავ ნოვაკს კარგი ტურნირის ჩატარებას. ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ ბევრი გვითამაშია - ხან ერთი იგებს, ხან მეორე. დღეს მე მოვიგე,” - ეს რაფას სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები