Thumbnail
  • ნიურბურგრინგზე რბოლა ლუის ჰემილტონმა მოიგო
  • მან მიხაელ შუმახერის რეკორდი გაიმეორა

ლეგენდარული 91 მხოლოდ მიხაელ შუმახერის საკუთრება აღარ არის!

ნიურნურგრინგის რბოლა, აიფელის გრანპრი ლუის ჰემილტონმა მოიგო და დიახ, ეს მისი 91 მოგებული რბოლაა. ამით ბრიტანელი მიხაელ შუმახერს გაუთანაბრდა - 51 წლის გერმანელის უნიკალური რეკორდი გამეორებულია და ალბათ მალე დაემხობა.

ნიურბურგრინგზე რბოლას 13 000 მაყურებელი დაესწრო

“Wow, არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა. მიხაელი სპორტის ამ სახეობაში ისე დიდხანს და ისე შთამბეჭდავად დომინირებდა, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მის სიახლოვეს მივიდოდი. მხოლოდ ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ გავაანალიზე, რას მივაღწიე იმ წამს. არავის აქვს უფლება, რომ შუმახერს შეედაროს. მათ შორის, არც მე!” - განაცხადა რბოლის შემდეგ ჰემილტონმა.

ემოციური იყო მომენტი, როცა რბოლის შემდეგ მას პოდიუმის წინ მიხაელ შუმახერის შვილმა, მიკ შუმახერმა მიულოცა და შუმის წითელი მერსედესის ჩაფხუტი გადასცა. მეორე ადგილზე მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) გავიდა, მესამეზე კი - დანიელ რიკარდო (რენო).

ძალიან კარგი იყო ნიკო ჰიულკენბერგი, რომელმაც მე-20 პოზიციიდან დაიწყო და რბოლა მე-8 ადგილზე დაასრულა. სწორედ იგი გახდა დღის საუკეთესო მრბოლელი. 

რეკორდსმენია კიმი რაიკონენიც! ალფა რომეოს ლეგენდარული ფინელი პილოტისთვის ეს 323-ე გრანპრი გახლდათ, რაც უნიკალური მიღწევაა. 40 წლის კიმიმ მე-12 ადგილი დაიკავა. სხვათა შორის, მე-11 იყო მისი ძველი თანაგუნდელი (ფერარიში) და მეგობარი სებასტიან ფეტელი…

📺 რბოლის მიმოხილვა

საერთო ჩათვლა - TOP 10

1. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) - 230

2. ვალტერი ბოტასი (მერსედესი) - 161

3. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) - 147

4. დანიელ რიკარდო (რენო) - 78

5. სერხიო პერესი (რეისინგ პოინტი) - 68

6. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 65

7. ალექს ალბონი (რედ ბული) - 64

8. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 63

9. ლენს სტროლი (რეისინგ პოინტი) - 57

10. პიერ გასლი (ალფატაური) - 53

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 391 ქულა
2. რედ ბული - 211
3. რეისინგ პოინტი - 120
4. მაკლარენი - 116
5. რენო - 114
6. ფერარი - 80
7. ალფატაური - 67
8. ალფა რომეო - 67
9. ჰაასი - 3
10. უილიამსი - 0

კომენტარები

ბოლო ამბები