Thumbnail

ილია თოფურიას დებიუტი და პირველი გამარჯვება UFC-ში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

23 წლის ქართველი მებრძოლმა ილია თოფურიამ UFC-ში პირველი შეხვედრა გამართა. მისი მეტოქე მაროკოელი იუსუფ ზალალი იყო, რომლის მეტსახელიც "მაროკოელი ეშმაკია". ზალალის UFC-ში ამ ბრძოლამდე 3 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული, საიდანაც სამივე ბრძოლა მოიგო.

პირველი ორი რაუნდი თოფურიას უპირატესობით მიმდინარეობდა. მან მეტოქე პარტერში რამდენჯერმე გადაიყვანა. მესამე რაუნდში თოფურია ძალიან დაიღალა და ბრძოლაც უჭირდა, მაგრამ შეხვედრა ღირსეულად დაამთავრა და მსაჯების გადაწყვეტილებით, გამარჯვებაც მას დარჩა. თოფურია გახდა მე-6 ქართველი მებრძოლი, რომელმაც UFC-ში გამარჯვებას მიაღწია. თოფურიას კარიერაში წაგება არ აქვს. მას 9-ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები