Thumbnail

მე-4 მოგება UFC-ში - ჭიკაძემ დაუმარცხებელ მეტოქეს აჯობა

  • გიგა ჭიკაძემ UFC-ში მეოთხე ბრძოლა გამართა
  • მისი მეტოქე 34 წლის ომარ მორალესი იყო

32 წლის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ UFC-ში მეოთხე შეხვედრა გამართა. მისი მეტოქე დაუმარცხებელი ომარ მორალესი იყო (ვენესუელა). დაპირისპირება აბუ-დაბისთან მდებარე "მებრძოლთა კუნძულზე" გაიმართა.

ჭიკაძე სამივე რაუნდში დომინანტი იყო და მორალესს, რომელსაც მანამდე 10-დან 10 ბრძოლა ჰქონდა მოგებული, შანსი არ დაუტოვა. ჭიკაძემ ბოლო რაუნდში მეტოქეს ძლიერად მოარტყა, მორალესი ოქტაგონზე დავარდა, რის შემდეგაც ქართველმა კიდევ რამდენიმე დარტყმა შეასრულა, რითიც გამარჯვებულის ვინაობა საბოლოოდ გაირკვა. გიგამ UFC-ში ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა. აღსანიშნავია, რომ ქართველს 100%-იანი შედეგი აქვს - 4 ბრძოლა და 4 მოგება.

მსაჯების გადაწყვეტილება: გიგა ჭიკაძე 30:27, 30:27, 30:27 ომარ მორალესი

კომენტარები

ბოლო ამბები