Thumbnail

ეგუტიძე პორტუგალიის ჩემპიონია! ოქრო ლისაბონის ბენფიკასთვის

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ქართველი ქვეყნის ჩემპიონი გახდა
  • ანრი ეგუტიძემ ტიტული 90-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოიპოვა

პორტუგალიის სახელით მოასპარეზე, ქართველი ძიუდოისტი, ანრი ეგუტიძე პორტუგალიის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მან ოქროს მედალი 90-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოიპოვა, მაგრამ კარიერას ისევ 81-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში აგრძელებს.

ეგუტიძე ლისაბონის ბენფიკას ძიუდოს გუნდის ღირსებას იცავს. აღსანიშნავია, რომ მან პორტუგალიის ჩემპიონის ტიტული პირველად მოიგო.

ანრის ძიუდოს მსოფლიო ტურის ეგიდით გამართულ ტურნირებზე 4 მედალი აქვს მოპოვებული - 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. მას თითო მედალი ბრაზილიისა და ზაგრების გრან პრიზე აქვს მოგებული, ხოლო თბილისის გრან პრიზე ერთ ბრინჯაოს დაეუფლა და 2018 წელს ფინალი თამაზ კირაკოზაშვილთან დათმო.

კომენტარები

ბოლო ამბები