Thumbnail
  • სამხრეთ აფრიკა 55:14 საქართველო.
  • სამხრეთ აფრიკული ტურნეს პირველი მატჩი წარუმატებელი გამოდგა.

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში,20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, მოსამზადებელ ტურნეს მართავს. ქართველმა მორაგბეებმა პირველი შეხვედრა სამხრეთ აფრიკასთან გამართეს და 55:14 დამარცხდნენ.

U20 | სამხრეთ აფრიკული ტურნეს I მატჩი 🏉 🎙️ეს იყო სამხრეთ აფრიკის U20 ნაკრები, უძლიერესი მოთამაშეებით დაკომპლექტებული...

Posted by Georgian Rugby on პარასკევი, 13 აპრილი, 2018

საქართველომ პირველი ტაიმი 36:7 წააგო. არსენ მაჩალაძემ 26-ე წუთზე ლელო დადო, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა. მეორე ტაიმის 53-ე წუთზე ბექა მამუკაშვილმა სამხრეთ აფრიკას მეორე ლელო დაუდო - აბჟანდაძე ისევ ზუსტი იყო. სამხრეთ აფრიკელებმა რვა ლელო დადეს საქართველოს ჩათვლის მოედანში.

შეხვედრა უმცროსი ბორჯღალოსნების ერთ-ერთმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ შეაფასა.

ლადო კილასონია: ეს იყო სამხრეთ აფრიკის U20 ნაკრები, უძლიერესი მოთამაშეებით დაკომპლექტებული მაღალი დონის გუნდი და მათთან თამაშმა უდიდესი სარგებელი მოგვიტანა.

უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებთან მეორე თამაშს 20 აპრილს გამართავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები