Thumbnail

ლა ლიგამ სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, 2020/21 წლების სეზონის პირველი ინდივიდუალური ჯილდო ბარსელონას თინეიჯერ ფორვარდ ანსუ ფატის ერგო. 

ფატის შესანიშნავი სტარტი გამოუვიდა, მან სექტემბერში სამი გოლი გაიტანა. ლა ლიგა თვის საუკეთესოებს  EA Sports-თან ერთად ასახელებს. ამ თვეში ნომინანტები ასევე იყვნენ: მიკელ მერინო, იაგო ასპასი, სერხიო კანალესი, ხოსე ლუის მორალესი, ლუის სუარესი და ლუის მილია. 

ვილიარეალთან მატჩში ფატიმ დუბლი შეასრულა და პენალტი მოიპოვა, ხოლო სელტასთან სუპერგოლი გაიტანა. ანსუ ფატი 31 ოქტომბერს 18 წლის ხდება. შეგახსენებთ, რომ ვილიარეალთან თამაშში ანსუ ფატი საუკეთესო ფეხბურთელად არ დაასახელეს. მიზეზი ლა ლიგამ მოგვიანებით განმარტა, ჯილდოს სპონსორი ლუდის კომპანიაა, ხოლო ანსუ ჯერ არ არის 18 წლის.  

კომენტარები

ბოლო ამბები