Thumbnail
  • ცსკა 100:66 ავტოდორი
  • თორნიკე შენგელიას გუნდმა მეტოქეს შანსი არ მისცა 

საკალათბურთო კლუბმა მოსკოვის ცსკა-მ, რომლის ღირსებას თორნიკე შენგელია იცავს, VTB ლიგაში სეზონის მეოთხე მატჩი ჩაატარა. დიმტრის იტუდისის გუნდმა საკუთარ მოედანზე ავტოდორი მიიღო და დამაჯერებლად მოუგო. 

ცსკამ როსტოველებთან უპირატესობა პირველსავე მეოთხედში მოიპოვა და ის მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა. თორნიკე შენგელიამ თამაში მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე გატარებულ 18:43 წუთში კი 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 4-იდან 2 ორქულიანი, 2-იდან 1 სამქულიანი და 4-იდან 1 საჯარიმო ჩააგდო. 

გამარჯვებულებს ანდრეი ლოპატინმა ულიდერა. 22 წლის რუსმა კალათბურთელმა მოედანზე გატარებულ 20 ქულა ჩააგდო და შედეგიანობის პირადი რეკორდი გააუმჯობესა.

📺 ცსკა V ავტოდორი [მიმოხილვა]

ცსკა-ს VTB ლიგაში ჩატარებულ 4 მატჩში 3 მოგება და 1 მარცხი აქვს, ტურნირში მომდევნო შეხვედრას კი 19 ოქტომბერს, შინ ზენიტთან ჩაატარებს. მანამდე მოსკოველებს ორი მატჩი ევროლიგაში უწევთ - 14 ოქტომბერს სტუმრად ფენერბაჰჩესთან, 16 კი - შინ ალბასთან.

კომენტარები

ბოლო ამბები