Thumbnail

ხვიჩაზე ნადირობა დაიწყო - რუბინმა კვარაცხელიას სანაცვლოდ 10 მილიონზე უარი თქვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუბინის 19 წლის ქართველი ნახევარმცველის არშემგარი ტრანსფერის ამბავი
  • კრანსოდარმა რუბინს ახალგაზრდა ფეხბურთელში 10 მილიონ ევრო შესთავაზა
  • ყაზანელები ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვას მხოლოდ ევროპულ კლუბში უშვებენ 

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ რუსულ მედიაში ხშირად იწერება, რაც 19 წლის ფეხბურთელის შთამბეჭდავი თამაშითაა გამოწვეული. ცნობისთვის, ხვიჩას რუბინთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, სააგენტო transfermarkt კი მის საბაზრო ღირებულებად 4,5 მილიონ ევროს ასახელებს. 

სიახლე არ არის, რომ ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერით რუსეთის რამდენიმე წამყვანი და შეძლებული კლუბი ინტერესდება, ერთ-ერთი მათგანი კი კრასნოდარია. როგორც ირკვევა, კრასნოდარმა რუბინს ხვიჩას სანახვლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. 

"კრანსოდარი კვარაცხელიათი 2019 წლიდან ინტერესდებოდა, როდესაც ნიჭიერი ქართველი ჯერ კიდევ მოსკოვის ლოკომოტივში გამოდიოდა. მაგრამ ზაფხულში მისი ტრანსფერი სწორედ რუბინმა განახორციელა. ყაზანურ კლუბს ეს 2-3 მილიონი ევროს ბონუსებად და ფეხბურთელის აგენტისთვის საკომისიოს გადახდად დაუჯდა. მაშინ კრასნოდარმა ასეთი ხარჯის გაწევა არაგონივრულად მიიჩნია, მაგრამ ახლა ხვიჩა გაცილებით ძვირი ღირს და რუბინს ხარჯი დაუფასდა. 

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია

 ჩვენი ინფორმაციით, ამ ზაფხულს კრასნოდარი მზად იყო, მოთამაშის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ რუბინმა უარით გაისტუმრა. ყაზანელები მიიჩნევენ, რომ ხვიჩას პოტენციური ფასი გაცილებით მაღალია. ამასთან, კლუბს სურს, ტრამპლინი გახდეს ხვიჩასთვის ევროპაში გადაბარგებისთვის, რათა არ გამეორდეს სერდარ აზმუნთან დაკავშირებული ისტორია. 

ირანელის მიმართ ინტერესი ევროპიდან იყო, მაგრამ საბოლოოდ ფეხბურთელი ზენიტში 10 მილიონ ევროდ გაყიდეს. ეს არ იყო ის თანხა, რომლის მიღებასაც რუბინის ხელმძღვანელობა თავიდან იმედოვნებდა. 

ხვიჩას ზამთარში გადაბირება თურქულ გალათასარაისაც სურს

კრასნოდარი თანახმა იყო იმაზეც, რომ კვარაცხელია იჯარით რუბინში დაეტოვებინა ერთი ან ორი სეზონით, რათა ახალგზარდა ფეხბურთელის პროგრესი არ შეჩერებულიყო. ყაზანური კლუბი არც ამას დათანხმდა. რუბინისთვის არ არის საინტერესო, თავისი მოთამაშე სხვა კლუბისთვის შეამზადოს. თანაც, ორი წლის შემდეგ ხვიჩას ფასი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს”, - წერს sport.business-gazeta.ru

ამჟამად ხვიჩა საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, რომლის რიგებშიც ბელარუსთან თბილისურ მატჩში (1:0) უკვე ითამაშა და ახლა სომხეთსა (11 ოქტომბერი) და ჩრდილოეთ მაკედონიასთან (14 ოქტომბერს) შეხვედრებისთვი ემზადება.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა რუსეთის პრემიერლიგის ამ სეზონში რუბინის ღირსება 10 მატჩში დაიცვა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 1 საგოლე პასი. მის ანგარიშზე ასავე მოპოვებული 3 პენალტია. 

კომენტარები

ბოლო ამბები