Thumbnail
  • U21 საქართველო 0:3 U21 შვეიცარია
  • ვასილ მაისურაძის გუნდი 13 ოქტომბერს აზერბაიჯანს უმასპინძლებს

გორის "თენგიზ ბურჯანაძეზე" ახალგაზრდული ევრო 2021-ის შესარჩევი ციკლის მატჩში საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. ვასილ მაისურაძის გუნდს 8 მატჩიდან 9 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. 11 ოქტომბერს ნაკრები აზერბაიჯანს მასპინძლობს.

პირველი საგოლე მომენტი საქართველოს ნაკრებს ჰქონდა, მე-15 წუთზე ვატო არველაძის საჯარიმო ხარიხას მოხვდა. 27-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, დან ნდოიემ ლუკა სანიკიძეს დაბალ კუთხეში გაუტანა, ქართველ გოლკიპერს რეაქცია არ ჰქონია. მალევე სანიკიძე უხეშად შეცდა, გოლი გავიდა, მაგრამ მსაჯმა თანამსაჯის მითითებით ის თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა.

ბექა დარცმელია შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ

მეორე გოლის გატანა შვეიცარიელებმა მეორე ტაიმში შეძლეს, ნდოიე საჯარიმოში შეიჭრა, თუმცა მასპინძელთა მცველმა ხელით ითამაშა და ბრაიტონის ახალწვეულმა ანდი ზაქირიმ პენალტი გაიტანა.

მალევე შეცვლაზე შესულმა პეტარ პუშიჩმა შვეიცარიელთა მესამე გოლი გაიტანა. შვეიცარიას 7-დან 7 მოგება აქვს და 21 ქულით ლიდერია, საგზურისთვის მხოლოდ საფრანგეთი იბრძვის 18 ქულით. 

U21 საქართველო 0:3 U21 შვეიცარია

გოლები: 0:1 ნდოიე 27', 0:2 ზაქირი 68' (პენალტი), 0:3 პუშიჩი 81'

საქართველო (4-5-1): სანიკიძე - ბურჯანაძე, ლოჩოშვილი, კობოური, დარცმელია - სამურკასოვი (88. კუხიანიძე), სილაგაძე, გულიაშვილი (74. სპანდერაშვილი), მექვაბიშვილი (65. ანდრონიკაშვილი), ლაკვეხელიანი (87. აზაროვი) - არველაძე

შვეიცარია (4-3-3): რასიოპი - რუეგი, ბამერი, ცესიგერი, მიუჰაიმი - იმერი (78. იანკევიჩი), დომჯონი, ტომა (87. სტოიკოვიჩი) - ნდოიე (78. მამბიმბი), გილემენო (65. პუშიჩი), ზაქირი (88. ანტუნეში).  

კომენტარები

ბოლო ამბები