Thumbnail

'ღმერთი თქვენთვის ბრუნდება' - იბრაჰიმოვიჩმა კორონავირუსი დაამარცხა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კორონავირუსი დაამარცხა
  • 39 წლის თავდამსხმელი მილანს უბრუნდება

მილანის ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კორონავირუსისგან განიკურნა. ეს ინფორმაცია შვედმა თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. 39 წლის ფორვარდს კოვიდ-19 24 სექტემბერს დაუდასტურდა და მას შემდეგ იზოლაციაში იმყოფებოდა.

"ჯანმრთელი ხარ! ჯანდაცვის ორგანოებმა თქვეს, რომ კარანტინი დასრულდა. შეგიძლია გარეთ გასვლა. ღმერთი თქვენთვის ბრუნდება!", - დაწერა იბრაჰიმოვიჩმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 2 თამაში ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო. ის უახლოეს ხანში მილანს დაუბრუნდება და გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს.

კომენტარები

ბოლო ამბები