Thumbnail

'სეირი გარანტირებულია' - ჭიკაძე 'მებრძოლთა კუნძულზე' მორალესს ხვდება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • აბუ-დაბიში გიგა ჭიკაძე UFC-ში თავის მესამე ბრძოლას გამართავს
  • TSZ-ის პროგნოზი არასახარბიელოა

11 ოქტომბერს (თბილისის დროით 02:00-ზე) 32 წლის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე UFC-ში თავის მესამე შეხვედრას გამართავს, მისი მეტოქე დაუმარცხებელი ომარ მორალესია (ვენესუელა). დაპირისპირება აბუ-დაბისთან მდებარე "მებრძოლთა კუნძულზე" გაიმართება. TSZ-მ ამ ორთაბრძოლის წინ ჭიკაძისა და მორალესის შანსები შეაფასა:

ბოლოს ჭიკაძემ ირვინ რივერა დაამარცხა

TSZ : "ბრწყინვალე ორთაბრძოლა გველის. ორივე სპორტსმენი მსუბუქი, კარგი აღნაგობისა და სწრაფია. ჩვენი აზრით თვალსასეირო ბრძოლა გველის, ბევრი ტექნიკური ელემენტის გამოყენებით. ჭიკაძე შეეცდება მორალესი ყოველთვის დისტანციაზე ჰყავდეს და რინგის კუთხეში მოიქციოს. ამ დროს ვენესუელელი შეეცდება, ახლო ბრძოლაში შევიდეს, რომ არსენალში ჩართოს მისი მთავარი იარაღი, ფეხით დარტყმები და მარჯვენა ხელით მეტოქეს ყბაში მოადოს.

ეს ორთაბრძოლა დაძაბული იქნება, მაგრამ ჩვენ უპირატესობას მორალესს ვანიჭებთ, რომელსაც ბრძოლის ბოლომდე მიყვანის არსენალში მეტი ვარიანტი აქვს. ჭიკაძე თავს კარგად იცავს, ასე რომ, მორალესმა მას საკმაოდ ბევრი დარტყმა უნდა მიაყენოს, რომ მიზანს მიაღწიოს.

ჩვენი ვერდიქტი: მორალესი მოიგებს ქულებით."

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • გიგა ჭიკაძე
  • ომარ მორალესი

შეგახსენებთ, რომ შერეულ ორთაბრძოლებში გიგა ჭიკაძეს 10-2 ბალანსი აქვს, UFC-ში - 2-0. მისი მესამე ორთაბრძოლა ალექს კასერესთან იმის გამო გაუქმდა, რომ ქართველ მებრძოლს კორონავირუსი დაუდგინდა. ომარ მორალესს 10-0 ბალანსი აქვს (2-0 UFC-ში). 

10 ოქტომბერს (ჩვენი დროით 11-ში) UFC-ის შოუ "მებრძოლთა კუნძულზე", აბუ დაბიში გაიმართება. შოუს ESPN+ აჩვენებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები