Thumbnail
  • ტრაორე წლების განმავლობაში ბარსელონას ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა
  • უცხოური მედიის ინფორმაციით, ბარსელონას მისი უკან დაბრუნება სურდა 

ადამა ტრაორე ბარსელონას ახალგაზრდულ გუნდებში წლების განმავლობაში თამაშობდა. 2015 წელს მან ბარსელონა B დატოვა და სათამაშოდ ინგლისში, ასტონ ვილაში წავიდა. ამჟამად ადამა ვულვზის ღირსებას იცავს.

ტრაორეს კარგი თამაშის შემდეგ, მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბარსელონას 24 წლის ფეხბურთელის უკან დაბრუნება სურდა. მიუხედავად ინტერესისა, ტრანსფერი არ შედგა და ტრაორე ისევ ინგლისში თამაშობს.

ადამა გამოძახებულია ესპანეთის ნაკრებში, სადაც სადებიუტო შეხვედრა პორტუგალიის წინააღმდეგ გამართა. "ფურია როხას" რიგებშია კატალონიური კლუბის ამომავალი ვარსკვლავი ანსუ ფატიც. 

ადამა ტრაორემ ანსუსთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გადასაწყვეტი არ არის, შეეფერება თუ არა ის კატალონიურ კლუბს.

"მე და ანსუ ყველაფერზე ვსაუბრობთ, მათ შორის ბარსელონაზეც. მრავალი წლის განმავლობაში ვიყავი კლუბში, რომელშიც ახლა ის თამაშობს. ჩემი გადასაწყვეტი არ არის ბარსელონას შევეფერები თუ არა. ჩემი მიზანია, ყოველდღე ვიმუშაო და უკეთესი ვიყო", - განაცხადა ადამამ.

ესპანეთის ეროვნული ნაკრები უეფას ერთა თასზე შეხვედრას 10 ოქტომბერს გამართავს. "ფურია როხას" მეტოქე შვეიცარიის ნაკრები იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები