Thumbnail

‘ტურნირები მენატრება’ – ივანოვიჩი ჩოგბურთში დაბრუნების შესახებ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ძირითადად ბავშვების ცხოვრებით ვარ დაკავებული და ყველაზე დიდ დროს მათ ვუთმობ'
  • სერბმა ჩოგბურთელმა პროფესიული კარიერა 2016 წელს დაასრულა

32 წლის სერბმა ჩოგბურთელმა ანა ივანოვიჩმა, რომელმაც პროფესიული კარიერა 2016 წლის მიწურულს დაასრულა, კორტზე შესაძლო დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

“ვფიქრობ თუ არა კარიერის გაგრძელებაზე? ალბათ, არა. ჩოგბურთის ყურება ძალიან მიყვარს და ხანდახან ტურნირებიც მენატრება, განსაკუთრებით, როდესაც მსხვილი შეჯიბრებები მიდის. სხვა საქმეა, რომ ძირითადად ბავშვების ცხოვრებით ვარ დაკავებული და ყველაზე დიდ დროს მათ ვუთმობ. მე კარიერის მხრივ ნამდვილად გამიმართლა. მუშაობას ახლაც ვაგრძელებ და სხვადასხვა პროექტები მაქვს. ჩოგბურთში დაბრუნების შემთხვევაში, სხვა რაღაცეებისთვის დრო აღარ დამრჩებოდა”.

შეგახსენებთ, რომ ივანოვიჩი 2008 წლის როლან გაროსის ჩემპიონია, WTA-ს ეგიდით კი 15 ტურნირი აქვს მოგებული. 2016 წლის ზაფხულში ის ცოლად გერმანელ ფეხბურთელ ბასტიან შვაინშტაიგერს გაჰყვა და მათ 2 შვილი ჰყავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები