Thumbnail
  • მეორე ნახევარფინალში ჩრდილოეთ მაკედონიამ კოსოვო დაამარცხა
  • ფინალი 12 ნოემბერს, თბილისში გაიმართება

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს შეხვდება! იგორ ანგელოვსკის გუნდმა კოსოვოს ნაკრები 2:1 დაამარცხა.

ფინალი 12 ნოემბერს თბილისში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონშიც ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთადაა ჯგუფში. 8 სექტემბერს ვლადიმირ ვაისის გუნდმა მაკედონიელებს უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. 14 ოქტომბერს, საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას სტუმრად ეთამაშება. ეს ფაქტობრივად ფინალის რეპეტიცია იქნება!

ჩრდ. მაკედონია 2:1 კოსოვო

გოლები: 1:0 კოლოლი (16-საკ. კარში), 1:1 ჰადერგონაი (29), 2:1 ველკოსკი (33)

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 11 ოქტომბერს, სომხეთთან გამართავს. თამაში კვირას 20:00 საათზე დაიწყება და პოლონეთის ქალაქ ტიხში გაიმართება. უეფას ამ გადაწყვეტილების მიზეზი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებებია. ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფს საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად 4 ქულით ლიდერობს, ხოლო სომხეთის ნაკრებს 3 ქულა აქვს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები