Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ბელარუსის ნაკრები 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ვლადიმირ ვაისის გუნდს ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებამდე ერთი გამარჯვება აშორებს.

whoscored.com-მა საქართველო-ბელარუსის მატჩის მონაწილე ფეხბურთელები შეაფასა. ყველაზე მაღალი შეფასება მატჩის გმირმა თორნიკე ოქრიაშვილმა მიიღო, რომლის მოპოვებული პენალტით (თავადვე გაიტანა) საქართველოს ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო. გამოცემამ ოქრიაშვილს 10-ბალიანი სისტემით 8.2 ქულა დაუწერა. ბელარუსთა რიგებში ყველაზე მაღალი შეფასება მარცხენა მცველმა ბორდაჩევმა მიიღო - 7.0.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა შეფასებები 

გიორგი ლორია - 6.6

ოთარ კაკაბაძე - 7.8
გურამ კაშია - 6.8
საბა კვერკველია - 7.4
ლაშა დვალი - 7.1

ნიკა კვეკვესკირი - 6.9
ჯაბა კანკავა - 7.5

ხვიჩა კვარაცხელია - 7.0
ოთარ კიტეიშვილი - 6.7
ვაკო ყაზაიშვილი - 6.9

თორნიკე ოქრიაშვილი - 8.2

📺 საქართველო 1:0 ბელარუსი [მიმოხილვა]

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა სამჯერ დაარტყა კარში (2 ზუსტი), გააკეთა 1 მნიშვნელოვანი პასი. მანვე მოიგო 4 საჰაერო დუელი, ის ბურთს 52-ჯერ შეეხო. მნიშვნელოვანი პასების მხრივ, კვარაცხელია საუკეთესო იყო - 2; ხვიჩა პასების სიზუსტითაც საუკეთესო იყო - 83.3%; საჰაერო დუელებში საუკეთესო კვერკველია (6) იყო; ლაშა დვალი ყველაზე მეტჯერ შეეხო ბურთს - 74; მოულოდნელია, მაგრამ ფაქტია დრიბლინგებით კვარაცხელიას აჯობეს - ხვიჩას 4 დრიბლინგი გამოუვიდა, ოთარ კაკაბაძეს კი - 6. 

კომენტარები

ბოლო ამბები