Thumbnail
  • თორნიკე შენგელიას მარგი ქმედების საშუალო კოეფიციენტი ლიგაში ყველაზე მაღალია.
  • ევროლოგის საუკეთესო კალათბურთელისთვის ბრძოლაში კი ქართველი მე-5 ადგილზეა.

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის (ACB ლიგა) რეგულარული სეზონის 27 ტური გაილია. თორნიკე შენგელიას ბასკონია 19 მოგებით მე-2 ადგილზეა და მხოლოდ რეალს (24 მოგება) ჩამორჩება. 

ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ბასკური კლუბის კაპიტანს, რომელიც ორჯერ დაასახელეს ტურის საუკეთესო მოთამაშედ - მე-5 ტურში და მე-17-ში. 

თორნიკემ 27-დან 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა (3 ტრავმის გამო გამოტოვა). 

დღეისათვის შენგელია ACB ლიგის საუკეთესო კალათბურთელია, რადგან მისი მარგი ქმედების საშუალო კოეფიციენტი 19.9-ის ტოლფასია. სხვათა შორის, საშუალოდ 15.3 ქულით მე-9 ადგილზეა გიორგი შერმადინი. უნიკახას ქართველი ცენტრი ამჟამად ტრავმირებულია. 

ACB ლიგის TOP-5

19.9 - თორნიკე შენგელია

19.5 - ჰენკ ნორელი

19.3 - მატეუშ პონტიკა

19.2 - სილვენ ლანდესბერგი

18.5 - ლუკა დონჩიჩი

თორნიკე შენგელია ქულებით ლიგაში მე-3 ადგილზეა. ის საშუალოდ 16.7 ქულას აკეთებს თამაშში, ჩემპიონატში კი ზუსტად 400 ქულა ჩააგდო. შენგელიას მხოლოდ ლანდესბერგი (21.0) და გარი ნილი (19.6) უსწრებენ. 

მოხსნებით შენგელია (5.75) მე-11 ადგილზეა.

"ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბასკონიამ ამ სეზონში პოზიციები გაიმყარა, მისი კაპიტანი თორნიკე შენგელიაა. მძიმე ფორვარდის წვლილი კლუბის წარმატებაში შეუფასებელია", - წერს deporpress.com. 

ევროლიგაზე უკვე მეხუთეა

გრძელდება ფანების გამოკითხვა ევროლიგის ოფიციალურ გვერდზე, რომლის მიზანიც სეზონის MVP-ისა და ორი ხუთეულის დასახელებაა. თორნიკე ხმების 5.74%-ით ამჟამად მე-5 ადგილზეა. ხმის მიცემა 4 მაისის ჩათვლით არის შესაძლებელი (24 საათში ერთხელ). 

ხმა მიეცით შენგელიასა და შერმადინს

კომენტარები

ბოლო ამბები