Thumbnail

ბელარუსის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა ივან მაევსკიმ თბილისში გამართული შეხვედრა შეაფასა, რომელიც მისმა ნაკრებმა 0:1 წააგო და ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა. თავად მაევსკი თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო, თუმცა, თანაგუნდელთა მსგავსად, თავი ვერაფრით გამოიჩინა.

“ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. ვფიქრობ, პირველ ტაიმში ზედმეტად ვინერვიულეთ. თამაში ყველას არ წაუვიდა, მეტწილად დაცვიდან ვმოქმედებდით და მეტოქეს ზედმეტი პატივისცემით მოვეპყარით. მე-2 ტაიმში დასაკარგი არაფერი გვქონდა, შეცვლები გავაკეთეთ, უფრო აგრესიულად თამაში დავიწყეთ, მაგრამ გატანა ვერ მოვახერხეთ. მთელი მატჩის განმავლობაში კარში არ დაგვირტყამს და ეს ნამდვილად პრობლემაა. კარს ვუტრიალებდით, შედეგი კი არ გვქონია”.

შეგახსენებთ, რომ ამ წარმატების წყალობით, საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში გავიდა და გადამწყვეტ მატჩში, 12 ნოემბერს, ისევ თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის უმჯობესს ეთამაშება. ეს შეხვედრა დღეს გაიმართება.

📺 საქართველო 1:0 ბელარუსი [მიმოხილვა]

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 11 ოქტომბერს, სომხეთთან გამართავს. თამაში კვირას 20:00 საათზე დაიწყება და პოლონეთის ქალაქ ტიხში გაიმართება. უეფას ამ გადაწყვეტილების მიზეზი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებებია. ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფს საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად 4 ქულით ლიდერობს, ხოლო სომხეთის ნაკრებს 3 ქულა აქვს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები