Thumbnail

TRANSFERMARKT-მა ლა ლიგის ფეხბურთელების საბაზრო ფასები განაახლა. ცვლილება შეეხო, ესპანეთის ჩემპიონატის უძვირფასეს ფეხბურთელ ლიონელ მესისაც, რომელიც 12 მილიონი ევროთი გაიაფდა და ახლა "მხოლოდ" 100 მილიონი ღირს.

33 წლის არგენტინელი მსოფლიოს უძვირფასეს ფეხბურთელთა შორის მე-10 ადგილზეა. მას ლივერპულის განაპირა მცველმა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა გაუსწრო. აღსანიშნავია, რომ "ჩამოფასების" მიუხედავად, მესი ლა ლიგის ერთადერთი წარმომადგენელია ტოპათეულში, სადაც 6 ფეხბურთელი ინგლისის პრემიერლიგას წარმოადგენს, 2 საფრანგეთის ლიგა 1-ს და გერმანიის ბუნდესლიგას. ათეულში იტალიის სერია A-ს ერთი წარმომადგენელიც კი არ ჰყავს. ლივერპულს ათეულში 3 ფეხბურთელი ჰყავს, პსჟ-სა და მანჩესტერ სიტის - 2-2. 

TOP 10

1. კილიან მბაპე (პსჟ) - €180 000 000

2. რაჰიმ სტერლინგი (სიტი) - €128 000 000

3. ნეიმარი (პსჟ) - €128 000 000

4. სადიო მანე (ლივერპული) - €120 000 000

5. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) - €120 000 000

6. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) - €120 000 000

7. კევინ დე ბრუინე (სიტი) - €120 000 000

8. ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი) - €117 000 000

9. ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი (ლივერპული) - €110 000 000

10. ლიონელ მესი (ბარსელონა) - €100 000 000 

აღსანიშნავია, რომ "ოქროს ბურთის" 5-გზის მფლობელი კრიშტიანო რონალდო 60 მილიონი ევროთი მხოლოდ 63-ე პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები