Thumbnail

1975 წლის, 9 თებერვალს ზაირიდან დიდი ტრიუმფით დაბრუნებულმა მუჰამედ ალიმ ტიტულისთვის ბრძოლის შანსი, არაფრით გამორჩეულ და უსახელო ბოქსიორს - ჩაკ უეპნერს მისცა. უეპნერი ბრძოლისთვის კატსკილის მთებში 8 თვე ემზადებოდა, შრომამ შედეგ გამოიღო და ნიუ-ჯერსელმა ალი მეცხრე რაუნდში წააქცია. შესვენებაზე უპნერმა მწვრთნელს უთხრა "მანქანა დაქოქე, ბანკში მივდივართ. მილიონერები გავხდებით", მწვრთნელმა კი უკან გახედვა ურჩია "უკან გაიხედე, ალი წამოდგა და მოგნი ძალიან გაბრაზებულია". ინციდენტის შესახებ ალიმ შემდეგ თქვა რომ უეპნერმა მას ფეხზე დააბიჯა. 

ამბობენ, რომ სილვესტერ სტალონემ როკის სცენარი სწორედ ამ ორთაბრძოლის შემდეგ დაწერა

მეთხუთმეტე რაუნდის ბოლოს ალიმ უეპნერი ნოკაუტში ჩააგდო და დაპირისპირება ბრძოლის მიწურულს, 19 წამით ადრე დაასრულა.

ამბობენ, რომ სილვესტერ სტალონემ როკის სცენარი სწორედ ამ ორთაბრძოლის შემდეგ დაწერა. სადაც, უეპნერის მსგავსად უსახელო და აუტსაიდერი მებრძოლი - როკი ბალბოა მოსფლიო ჩემპიონს - აპოლო კრიდს უპირისპირდება. როკიმ 1977 წელს საუკეთესო ფილმისთვის ოსკარი მიიღო, ხოლო უშუალოდ სილვესტერ სტალონემ ოსკარი ფილმის სცენარისთვის დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლო ამბები