Thumbnail

ყაზახური ორდაბასის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე საქართველო - ბელარუსის მატჩს გამოეხმაურა და ქართველ ფეხბურთელებს რჩევა მისცა. ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელისა და კაპიტნის განცხადებით, ფეხბურთელებს შრომა აუცილებლად დაუფასდებათ.

"მე მჯერა თქვენი წარმატების! ჩვენ, მთელ საქართველოს გვჯერა თქვენი! ძალიან დიდი შრომა გაიღეთ აქამდე მოსასვლელად და ეს შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ, ძალიან ბევრი ემოცია არის ამ თამაშის გარშემო და სწორი მიმართულებით გამოიყენეთ მოტივაციისთვის! გისურვებთ გამარჯვებას!", - დაწერა ფეისბუქში ცხადაძემ.

შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 25 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლის გატანა მოახერხა. ის საქართველოს ნაკრებში 2015-2016 წლებში მთავარ მწვრთნელადაც მუშაობდა.

საქართველოს ნაკრებისა და ბელარუსის მატჩი დღეს 20:00 საათზე დაიწყება. გამარჯვებული ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში გავა, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს ნაკრებებს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები