Thumbnail
  • რეალისა და ესპანეთის ნაკრების 34 წლის მცველმა კასილიასის მიღწევა გააუმჯობესა
  • პორტუგალია-ესპანეთის მატჩის შემდეგ, ყოფილმა თანაგუნდელებმა ფოტო გადაიღეს

მადრიდის რეალისა და ესპანეთის ნაკრების მცველი სერხიო რამოსი პორტუგალიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში (0:0) ცვლილებაზე შევიდა და იკერ კასილიასის რეკორდი დაამხო, ეროვნული გუნდის მაისურით მოედანზე გატარებული წუთების რაოდენობის მხრივ. ლეგენდარული ესპანელი მეკარის რეკორდი 13 336 წუთს შეადგენდა.

ამას გარდა, რამოსმა "ფურია როხაში" 173-ე მატჩი ჩაატარა, რაც ნაკრების რეკორდია. კასიალისის ანგარიშზე 167 მატჩია. 

📺  პორტუგალია V ესპანეთი

ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირება ლისაბონში, “ჟოზე ალვალადეზე” ჩატარდა. მატჩის შდემდეგ სერხიო რამოსმა მადრიდის რეალში ყოფილ პარტნიორებთან, კრიშტიანო რონალდოსა და პეპესთან ერთად ფოტო გადაიღო. 
 
"ჩვენ ჯერ კიდევ აქ ვართ… და ეს ყველაფერი არაა! მიხარია თქვენი ნახვა, მეგობრებო", - დაწერა რამოსმა ინსტაგრამში თავის გვერდზე. 

სერხიო რამოსი მადრიდის რეალის ღირსებას 2005 წლიდან იცავს, სადაც სევილიადან გადავიდა. 34 წლის ცენტრალურ მცველს "სამეფო კლუბთან" ერთად, რომლის კაპიტანია, 5-ჯერ ესპანეთის ჩემპიონობა, 4-ჯერ კი ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული.

კრიშტიანო რონალდო მადრიდის რეალის ღირსებას 2009-2018 წლებში იცავდა, პეპე - 2007-17 წლებში. 35 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელი მადრიდიდან ტურინის იუვენტუსში გადაბარგდა და აქამდე მის ღირსებას იცავს, 37 წლის პორტუგალიელი მცველის ბოლო კლუბი კი მშობლიური პორტუა.  

კომენტარები

ბოლო ამბები