Thumbnail
  • იტალიის ნაკრებმა მოლდოვა 6:0 გაანადგურა
  • რობერტო მანჩინიმ ახალი რეკორდი დაამყარა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ‘სკუადრა აძურას’ ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა. ქვეყნის პირველი გუნდის მწვრთნელის რანგში მას მატჩების 68 პროცენტი აქვს მოგებული, რაც საუკეთესო მაჩვენებელია იმ სპეციალისტებს შორის, რომელთა ხელმძღვანელობით იტალიამ 20-ზე მეტი თამაში ჩაატარა.

მოლდოვასთან დიდი ანგარიშით, 6:0 მოგებული მატჩი მანჩინისთვის ‘აძურის’ სათავეში 22 თამაშიდან მე-15 გამარჯვებაა. დარჩენილი 7 შეხვედრიდან იტალიამ მანჩინის ხელმძღვანელობით 5 ფრედ დაასრულა და 2-ში დამარცხდა. 22 თამაშში მხოლოდ 2 წაგება აქვს ლეგენდარულ მარჩელო ლიპისაც, რომლის ხელმძღვანელობით იტალია 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრები 2018 წელს ჩაიბარა - მას შემდეგ, რაც ‘სკუადრა აძურამ’ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა. მან ჯან პიერო ვენტურა შეცვალა. მანჩინიმ იტალია ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, რომელიც 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო.

იტალია 6:0 მოლდოვა

გოლები: 1:0 კრისტანტე (18), 2:0 კაპუტო (23), 3:0 ელ შაარავი (30), 4:0 პოსმაცი (37-საკ. კარში), 5:0 ელ შაარავი (45+1), 6:0 ბერარდი (72)

იტალია (4-3-3): სირიგუ (67. კრანიო) - ლაცარი, მანჩინი, აჩერბი, ბირაგი (66. ემერსონი) - ლოკატელი, კრისტანტე, ბონავენტურა (68. სენსი) - ბერარდი (75. მოიზე კინი), კაპუტო (75. ლაზანია), ელ შაარავი (67. გრიფო).

კომენტარები

ბოლო ამბები