Thumbnail

ბერძენმა ათლეტმა შშმ პირი ოლიმპოს მთაზე აიყვანა

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე
  • მარიოს იანაკუმ 22 წლის სტუდენს ოცნება აუსრულა
  • მათ ოლიმპოს მთა ერთად დალაშქრეს

მარიოს იანაკუ გრძელ დისტანციებზე მორბენალია. ორშაბათს, ბერძენმა სპორტსმენმა ოლიმპოს მთა შშმ პირ ქალთან, ელეფტერია ტოსიოსთან ერთად დალაშქრა.

„არაფერია ისეთი რეალური, როგორც ოცნება“ - დაწერა ინსტაგრამში იანაკუმ მას შემდეგ, რაც ღმერთების მთის მწვერვალი მიტიკასი დაიპყრო.

ელეფტერია ტოსიო 22 წლის სტუდენტია. სექტემბერში იგი იანაკუს შემთხვევით შეხვდა და  ოლიმპოს მთაზე ასვლის სურვილი გაანდო. ბერძენ ათლეტს, მარშრუტი, რომელიც მან ელეფტერიასთან ერთად დალაშქრა, 50-ჯერ აქვს გარბენილი, თუმცა მისი აღიარებით, 51-ე ცდა მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი იყო. „იმასთან შედარებით, რა მისიაც ახლა მაკისრია, საერთაშორისო შეჯიბრები და მედლები ჩემთვის არაფერს ნიშნავს,“ - განაცხადა მარშრუტის გავლამდე იანაკუმ.

ბერძენი ათლეტის ზურგზე ელეფტერია სპეციალური, მოდიფიცირებული ზურგჩანთით იყო მიმაგრებული. ექსპედიციაში მათ გარდა კიდევ რვა ადამიანი მონაწილეობდა. 

მარშრუტის გავლისას გათვალისწინებული იყო შესვენება, რომელიც ექსპედიციის მონაწილეებმა 2400 მეტრის სიმაღლეზე მოაწყვეს, ხოლო გამთენიისას, დაახლოებით დილის 6 საათზე განაგრძეს სვლა მიტიკასის მწვერვალისკენ, რომლის სიმაღლე 2918 მეტრია. საბოლოოდ, მწვერვალზე ასვლას 10 საათზე მეტი დასჭირდა.

მარიუს იანაკუ მსოფლიოში ყველაზე გრძელ დისტანციაზე, 270 კმ-ზე გარბენის მონაწილეა, რომელიც უდაბნო ალ-მარუმში გაიმართა. გარდა ამისა, მან 150-კილომეტრიანი არკტიკის გარბენიც მოიგო. ბერძენ ათლეტს და სალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსტეტის სტუდენტ ელეფტერიას წარმატება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმაც მიულოცა.

კომენტარები

ბოლო ამბები