Thumbnail

როლან გაროსი | ‘ასეთ პირობებში თამაში არ შეიძლება’ - ნადალი გაბრაზებულია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იანიკ სინერი 6:7 (4:7), 4:6, 1:6 რაფაელ ნადალი
  • ესპანელმა მატჩის შემდეგ ორგანიზატორები გააკრიტიკა

რაფაელ ნადალი საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში, როგორც მოსალოდნელი იყო, უპრობლემოდ გავიდა, მაგრამ მთავარი ის იყო, რაც მატჩის შემდეგ თქვა. იანიკ სინერის სამ სეტში დამარცხების შემდეგ (რაფამ სეტი ისევ არ წააგო), ესპანელმა ტურნირის ორგანიზატორები გვიანი მატჩის გამო გააკრიტიკა.

34 წლის ნადალისთვის ეს მე-100 მატჩი გახლდათ როლან გაროსზე - მხოლოდ 2 წაგება აქვს!

“არ ვიცი, რატომ დაგეგმეს აქ 5 მატჩი. ეს რისკი იყო,” - განაცხადა ტურნირის 12-გზის ტრიუმფატორმა და დასძინა, რომ დროზე მეტად პირობები აღელვებს: “პრობლემა ამინდია. ზედმეტად ცივა ჩოგბურთის სათამაშოდ. ასეთ რთულ პირობებში თამაში ორგანიზმისთვის ცოტა საშიშია.”

ტემპერატურა 12 გრადუსი გახლდათ. დღის განმავლობაში მაქსიმუმი 16 გრადუსი იყო.

რაფაელ ნადალს საფრანგეთის ღია პირველობაზე 98 მატჩი აქვს მოგებული და მხოლოდ 2 თამაში წაგებული. აქამდე მას ყველა ის როლან გაროსი აქვს მოგებული, როცა ნახევარფინალში გადიოდა. 12 ტრიუმფით ესპანელი საფრანგეთის ღია პირველობის რეკორდსმენია - მეორე ადგილზეა ბიორნ ბორგი (6), მერე მოდიან გუსტავო კუერტენი, ივან ლენდლი და მატს ვილანდერი (3-3).

კომენტარები

ბოლო ამბები