Thumbnail
  • ელინა სვიტოლინა 2:6, 4:6 ნადია პოდოროსკა
  • არგენტინელი, მოულოდნელად, ნახევარფინალში გავიდა

მსოფლიოს 131-ე ჩოგანმა ნადია პოდოროსკამ საფრანგეთის ღია პირველობაზე ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა. 23 წლის არგენტინელი პირველია, ვინც Open Era-ში, ანუ, 1968 წლიდან, როლან გაროსის ნახევარფინალში გასვლა კვალიფიკაციიდან მოახერხა. წყვილში აშკარა ფავორიტად მიჩნეული უკრაინელი ელინა სვიტოლინა (მე-5 ჩოგანი) მან ორ სეტში, 6:2, 6:4 დაამარცხა.

პოდოროსკა ნახევარფინალში ტურნირის კიდევ ერთ აღმოჩენას - პოლონელ იგა შვიატეკს ან იტალიელ მარტინა ტრევიზანს შეხვდება. შვიატეკმა საფრანგეთის მიმდინარე ღიაზე რუმინელი ტოპ-ჩოგბურთელი სიმონა ჰალეპი დაამარცხა, ხოლო ტრევიზანმა კი - მეხუთე ნომრად განთესილი ნიდერლანდელი კიკი ბერტენსი. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს როლან გაროსის გამარჯვებული ქალთა შორის ავსტრალიელი ეშლი ბარტი გახდა. წელს მან ტიტულის დაცვისთვის ბრძოლაზე უარი განაცხადა და სეზონი ნაადრევად დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები