Thumbnail

ნაადრევი ფინალი - ევროპალიგის 1/2-ფინალის წილისყრა გაიმართა

  • ნიონში ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის 1/2-ფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდა.
  • ლონდონის არსენალს და მადრიდის ატლეტიკოს ძალიან არ გაუმართლათ.

ნიონში, უეფას შტაბბინაში, ევროპალიგის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვა წყვილები, რომლებიც ევროტურნირის ფინალში გასასვლელად იბრძოლებენ.

წილისყრის შედეგად გუნდები ასე დაწყვილდნენ:

მარსელი (საფრანგეთი) - ზალცბურგი (ავსტრია)
არსენალი (ინგლისი) - ატლეტიკო (ესპანეთი)

ევროპალიგის ნახევარფინალური სტადიის პირველი მატჩები 26 აპრილს ჩატარდება, საპასუხო შეხვედრები კი 3 მაისს გაიმართება. წყვილებში პირველი გუნდები ჯერ შინ ითამაშებენ.

ევროპალიგის ფინალს 16 მაისს ლიონი უმასპინძლებს. “სტად დე ლიუმერზე” მასპინძელი მარსელი-ზალცბურგის წყვილში გამარჯვებული იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები