Thumbnail

ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელი ედინსონ კავანი კარიერას მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელებს. ინგლისური გუნდის ვებგვერდის ცნობით, სამხრეთამერიკელმა 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, 1 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

კავანი მანჩესტერს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან გასულ ზაფხულს პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი ამოეწურა და გუნდი დატოვა. არაოფიციალური ინფორმაციით, მისი ხელფასი სეზონში 10 მილიონი ევრო იქნება.

ედინსონ კავანი: "მანჩესტერ იუნაიტედი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, ამიტომ აქ ყოფნა ნამდვილად პატივია. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს საოცარი კლუბი წარმოვადგინო. ჩემი კარიერის განმავლობაში ყოველთვის დიდებული გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობდი და ვიცი, რომ მანჩესტერშიც ასე იქნება. მქონდა საუბარი გუნდის მენეჯერებთან და ამის შემდეგ აქ გადმოსვლის სურვილი კიდევ უფრო გამიმძაფრდა".

ედინსონ კავანი 2013-2020 წლებში პსჟ-ში თამაშობდა, სადაც 301 მატჩში 200 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. 33 წლის თავდამსხმელს დანუბიოს, პალერმოსა და ნაპოლის მაისურითაც აქვს ნათამაშები.

კომენტარები

ბოლო ამბები