Thumbnail

'აქ მოხვედრა დიდი პატივია' - მანჩესტერმა ბრაზილიელი მცველი დაიმატა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ალექს ტელესმა მანჩესტერთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • 27 წლის ბრაზილიელი მცველი ბოლოს პორტუში თამაშობდა

მანჩესტერ იუნაიტედმა პორტუგალიური პორტუდან ბრაზილიელი ფეხბურთელი ალექს ტელესი დაიმატა, რომელშიც დაახლოებით 17 მილიონი ევრო იქნა გადახდილი. "წითელმა ეშმაკებმა" სამხრეთამერიკელთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს, 1 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

"დიდი პატივია ისეთ კლუბში მოხვედრა, როგორიც მანჩესტერ იუნაიტედია. ბევრი უნდა იშრომო იმისთვის, რომ კარიერაში ამას მიაღწიო. შემიძლია დავპირდე გულშემატკივრებს, რომ ყველაფერს გავიღებ გუნდთან ერთად წარმატების მისაღწევად", - თქვა ტელესმა.

27 წლის ფეხბურთელი პორტუში ბოლო 4 სეზონი თამაშობდა და 195 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა. ბრაზილიელმა მცველმა კარიერის განმავლობაში ინტერის, გალათასარაის, გრემიოსა და ჟუვენტუტის მაისურის მორგებაც მოასწრო, ბრაზილიის ნაკრებში კი ერთადერთი თამაში აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები