Thumbnail

დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც ამერიკის ღია პირველობაზე ნოვაკ ჯოკოვიჩმა მსაჯს ბურთი მოარტყა, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა. უფრო ზუსტად: ეს 7 სექტემბერს მოხდა. იგივე მოხდა ახლაც - როლან გაროსის 1/8 ფინალში, კარენ ხაჩანოვთან მატჩში.

პირველი სეტი მიმდინარეობდა, როცა სერბს არ გაუმართლა და მისგან ასხლეტილი ბურთი მსაჯს სახეში მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ღია პირველობაზე მომხდარი ინციდენტის გამო მას დისკვალიფიკაცია მისცეს. მაშინ ეს გათამაშების დროს არ მომხდარა და სერბი ამიტომ დაისაჯა.

კომენტარები

ბოლო ამბები