Thumbnail
  • გრიგორ დიმიტროვი 6:3, 6:7 (9:11), 2:6 სტეფანოს ციციპასი
  • საბერძნეთის წარმომადგენელი 1/4 ფინალში პირველად გავიდა

სტეფანოს ციციპასი საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალშია - ბერძენმა ჩოგბურთელმა ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი სამ სეტში, 6:3, 7:6 (11:9), 6:2 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ციციპასი გახდა პირველი ბერძენი, რომელმაც რონალ გაროსის მეოთხედფინალში გააღწია. აღსანიშნავია, რომ შარშან მან საფრანგეთის ღია პირველობაზე ასპარეზობა 1/8 ფინალში, სტენ ვავრინკასთან მარცხით დაასრულა.

ნახევარფინალისთვის ბრძოლაში ციციპასი რუს ანდრეი რუბლიოვს შეხვდება, რომელმაც მერვედფინალში უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი 6:7 (4:7), 7:5, 6:4, 7:6 (7:3) დაამარცხა.

საფრანგეთის ღია პირველობა 12 ოქტომბერს დასრულდება. მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალია, რომელმაც წინა ფინალში დომინიკ ტიმი 6:3, 5:7, 6:1, 6:1 დაამარცხა.

დიმიტროვთან მატჩში ციციპასმა 3 ეისი შეასრულა, არცერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია და 12-დან 3 ბრეიკ პოინტის რეალიზება შეძლო. დიმიტროვის ანგარიშზე 1 ეისი და 4 ორმაგი შეცდომაა.

კომენტარები

ბოლო ამბები