Thumbnail

'მიზანი ქამრის მოპოვებაა' - ქუთათელაძე UFC-ს მებრძოლი გახდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

28 წლის ქართველი სპორტსმენი გურამ ქუთათელაძე UFC-ს მებრძოლი გახდა და შესაბამისი ხელშეკრულებაც გააფორმა. აღნიშნულის თაობაზე განცხადება გურამმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა:

“როგორც იქნა, ოფიციალურად შემიძლია განვაცხადო UFC-სთან ხელშეკრულების შესახებ. ჩვენ ერთერთ მიზანს მივაღწიეთ. პირველი მისია შესრულებულია. ახლა, მთავარი რეიტინგში წინსვლა და ქამრის მოპოვებაა. ღვთის წყალობით, ამასაც მივაღწევთ. მადლობა მენეჯმენტს, მწვრთნელებს, გუნდს, ოჯახსა და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ გზაზე გვერდში მიდგას”.

ცნობისთვის, ქუთათელაძე მსუბუქ წონაში ჩხუბობს. მან სპორტული კარიერა რუსეთში დიწყო, შემდეგ შვედეთში გადავიდა და დიდი ხანია ამ ქვეყნის სახელით ასპარეზობს, თუმცა ყოველთვის ხაზს უსვამს თავის წარმომავლობას. ამ დროისთვის მისი მაჩვენებელი 11 მოგება (7 ნოკაუტით) და 2 მარცხია.

კომენტარები

ბოლო ამბები