Thumbnail

არსენალმა ცნობილი მასკოტი სამსახურიდან გაუშვა - ის ფანებს 27 წელი ართობდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლონდონურმა კლუბმა მასკოტი განერზავრი რექსი სამსახურიდან გაათავისუფლა
  • ჯერი კუი არსენალის მატჩებს მასკოტის კოსტიუმით 27 წელიწადი ემსახურებოდა

ლონდონის არსენალის მასკოტი "განერზავრი რექსი" კლუბში 27-წლიანი მუშაობის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ირკვევა, ინგლისურმა კლუბმა თავისი თილისმა COVID-19-ით გამოწვეული ფინანსური კრიზისის ფონზე, შემცირებაში მოაყოლა.

ლონდონელთა მასკოტის კოსტიუმით ჯერი კუი მუშაობდა, რომელიც მატჩების დროს "მეთოფეთა" გულშემატკივრებს მრავალი წლის განმავლობაში ართობდა. 

Gunnersaurus Rex კლუბის სიმბოლო 1993 წლიდან იყო. ერთ-ერთი ვერსიით, "დინოზავრი" კლუბის ადრეულ წარმოშობასა და დიდ ისტორიაზე მიუთითებდა. ის საკმაოდ პოპულარული არამხლოდ ლონდონური კლუბის ქომაგებში, ინგლისის ფარგლებს გარეთაც იყო. 

ინგლისის პრემიერლიგაში გასული 4 ტურის შემდეგ, ლონდონის არსენალს 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. მიკელ არტეტას გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 ოქტომბერს, მანჩესტერ სიტისთან ჩაატარებს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები