Thumbnail
  • ჟუნინიომ დაადასტურა, რომ მემფის დეპაის ტრანსფერი შეთანხმებულია
  • ბარსელონას ლუის სუარესის შემცვლელი სჭირდება
  • ტრანსფერის გაფორმებისთვის კლუბებს მხოლოდ ერთი დღე აქვთ

ბოლო კვირების მანძილზე ბევრს წერდნენ, რომ ბარსელონას მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს ლიონის ჰოლანდიელი შემტევი მემფის დეპაის დამატება სურდა. ლუის სუარესის წასვლის შემდეგ ბარსელონას ნომინალური თავდასხმელი, ფაქტობრივად, არ ჰყავდა.

გუშინ, გვიან ღამით, ლიონის სპორტულმა დირექტორმა ჟუნინიო პერნამბუკანომ დაადასტურა, რომ კლუბებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და მემფის დეპაი ბარსელონას ფეხბურთელი გახდება.

ეს ამბავი ჟუნინიომ "ელ ჩირინგიტოსთან" საუბარში აღნიშნა. იქამდე, ლიონის პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა კატეგორიულად უარყოფდა მემფისის გაყიდვის შესაძლებლობას.

კლუბებს ტრანსფერის ოფიციალურად გაფორმებისთვის მხოლოდ ერთი დღე აქვთ და მთავარი პრობლემაც სწორედ ეს არის. მით უმეტეს, რომ ბარსელონას ფინანსების პრობლემა აქვს და საკმარისი თანხის მოსაძიებლად, რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა ან განათხოვრება სურს.

მემფისს თავდამსხმელადაც შეუძლია თამაში, თავდამსხმელების უკანაც და მარცხენა ფლანგზეც. ის კუმანისთვის, რომელიც 4-5-1 სქემით თამაშობს, დამატებითი ოპცია იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები