Thumbnail

რაღაც ოდესღაც პირველად ხდება... ლივერპულმა პრემიერლიგის ისტორიაში ასე პირველად წააგო!

იურგენ კლოპის გუნდი, რომელიც ინგლისის მოქმედი ჩემპიონია, ასტონ ვილასთან 2:7 განადგურდა. 2:7!!! ასეთი ანგარიშით მერსისაიდელებმა ბოლოს 1963 წელს, ტოტენჰემთან წააგეს. პრემიერლიგა 1992 წლიდან არსებობს.

ოლი უოტკინსმა ჰეთ თრიკი შეასრულა, ჯეკ გრილიშმა დუბლი. ჯონ მაკგინმა და როს ბარკლიმ თითო გაიტანეს, კლოპის გუნდიდან კი მოჰამედ სალაჰმა შეძლო ორი ბურთის გატანა, თუმცა ეს ხასიათს ოდნავადაც ვერ გამოუკეთებდა.

ეს ერთი გოლია. ლივერპულმა ამ თამაშში 7 გაუშვა

ლივერპულის კარში ადრიანი იდგა და განსაკუთრებით პირველი გოლის დროს გამოიყურებოდა, რბილად რომ ვთქვათ, ცუდად. ზოგადად ლივერპულის დაცვა უჩვეულოდ სუსტი იყო, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ 3 გოლი რიკოშეტით გავიდა.

ლივერპულამდე მანჩესტერ იუნაიტედი განადგურდა - 1:6 ტოტენჰემთან, უფრო ადრე კი, არსენალმა შეძლო შეფილდ იუნაიტედის დამარცხება.

ასტონ ვილა 7:2 ლივერპული

გოლები: 1:0 უოტკინსი (4), 2:0 უოტკინსი (23), 2:1 სალაჰი (33), 3:1 მაკგინი (35), 4:1 უოტკინსი (39), 5:1 ბარკლი (55), 5:2 სალაჰი (60), 6:2 გრილიში (66), 7:2 გრილიში (75)

კომენტარები

ბოლო ამბები