- ტოტენჰემმა მანჩესტერ იუნაიტედი გაანადგურა
- არსენალმა მე-3 გამარჯვება მოიპოვა
- ისტორიული 7:2 - ასტონ ვილამ ლივერპული დაამცირა
ინგლისის პრემიერლიგის მე-4 ტურში ლონდონის ტოტენჰემი მანჩესტერ იუნაიტედს სტუმრად დაუპირისპირდა და 6:1 გაანადგურა! ჟოზე მოურინიომ ყოფილ გუნდზე, საიდანაც 2018 წლის დეკემბერში გააგდეს, შური იძია.
მანჩესტერისთვის თამაში ბრუნო ფერნანდეშის გოლით დაიწყო, რომელმაც მე-2 წუთზე პენალტით გახსნა ანგარიში, ხოლო შემდეგ ფეხბურთს, ფაქტობრივად, მხოლოდ ტოტენჰემი თამაშობდა. ორ-ორი გოლი გაიტანეს "დეზების" ლიდერებმა ჰონ-მინ სონმა და ჰარი კეინმა. აღსანიშნავია, რომ მანჩესტერმა პრემიერლიგაში მესამედ გაუშვა 6 გოლი. ოლე გუნარ სულშერის გუნდს მხოლოდ 3 ქულა აქვს და მე-17 ადგილზეა, ხოლო ტოტენჰემი მე-5 პოზიციაზეა.
ლონდონის არსენალმა შეფილდ იუნაიტედი 2:1 დაამარცხა. "მეთოფეებს" მნიშვნელოვანი გამარჯვება ბუკაიო საკამ და ნიკოლა პეპემ მოუტანეს. არსენალი 9 ქულით მე-3 საფეხურზეა და ლიდერ ევერტონს 3 ქულით ჩამორჩება.
მანჩესტერი 1:6 ტოტენჰემი
გოლები: 1:0 ბრუნო ფერნანდეში (2, პენ), 1:1 ნდომბელე (4), 1:2 სონი (7), 1:3 კეინი (30), 1:4 სონი (37), 1:5 ორიე (51), 1:6 კეინი (79, პენ)
არსენალი 2:1 შეფილდი
გოლები: 1:0 საკა (61), 2:0 პეპე (64), 2:1 მაკგოლდრიკი (83)
ვულვერჰემპტონი 1:0 ფულემი
გოლი: 1:0 ნეტო (56)
ლესტერი 0:3 ვესტ ჰემი
გოლები: 0:1 ანტონიო (14), 0:2 ფორნალსი (34), 0:3 ბოუენი (83)
საუთჰემპტონი 2:0 ვესტ ბრომვიჩი
გოლები: 1:0 ჯენეპო (41), 2:0 რომეუ (69)
კომენტარები