Thumbnail
  • ბარსელონამ სევილიას დამარცხება ვერ შეძლო
  • რეალმა ზედიზედ მესამე თამაში მოიგო
  • ლევანტეს ვინისიუს ჟუნიორმა და ბენზემამ გაუტანეს
  • ფრანგი ფორვარდისთვის ეს რეალში 250-ე გოლია

UPDATE: ვილიარეალთან და სელტასსთან დამაჯერებელი გამარჯვებების შემდეგ, ბარსელონა ლა ლიგაში ქულები დაკარგა. რონალდ კუმანის გუნდმა 'ნოუ კამპზე' სევილიას დამარცხება ვერ შეძლო - 1:1. სტუმართაგან ანგარიში ლუუკ დე იონგმა მე-8 წუთზე გახსნა, მაგრამ 2 წუთში ფილიპე კოუტინიომ ანგარიში გაათანაბრა და მეტი გოლი აღარც გასულა. აღსანიშნავია, რომ მატჩის მიწურულს ბარსაში ახალწვეული მარჯვენა მცველის, სერჟინიო დესტის დებიუტი შედგა.

ბარსელონა 1:1 სევილია

გოლები: 0:1 ლ. დე იონგი (8), 1:1 კოუტინიო (10)

ბენზემას 250-ე გოლი, რეალი ლიდერია

პირველ მატჩში რეალ სოსიედადთან ფრის (0:0) შემდეგ, მადრიდის რეალმა ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და უკვე ლა ლიგის სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.

ზინედინ ზიდანის გუნდმა ვინისიუს ჟუნიორისა და ქარიმ ბენზემას გოლებით 2:0 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ 68-ე წუთზე VAR-მა სერხიო რამოსის გოლი გააუქმა - მადრიდელთა კაპიტანზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. რეალი ცხრილს 10 ქულით ლიდერობს. ბენზემამ მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე გაიტანა და ეს მისი 250-ე გოლია რეალის მაისურით!

ლევანტე 0:2 რეალი

გოლები: 0:1 ვინისიუსი (16), 0:2 ბენზემა (95)

 

კომენტარები

ბოლო ამბები