Thumbnail
  • სებასტიან კორდა 1:6, 1:6, 2:6 რაფაელ ნადალი
  • ესპანელი ფინალისკენ სეტის წაუგებლად მიდის

UPDATE: რაფაელ ნადალი საფრანგეთის ღია პირველობის ფინალისკენ ყოველგვარი შეფერხების გარეშე, უნაკლო თამაშით და მშრალი ანგარიშებით მიიწევს. როლან გაროსის რეკორდსმენმა მერვედფინალურ დუელში ამერიკელი სებასტიან კორდა 6:1, 6:1, 6:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

თამაში საათსა და 55 წუთს გაგრძელდა. ესპანელმა 1 ეისი განახორციელა, 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 11-დან 8 ბრეიკ-პოინტის რეალიზება მოახერხა. ამერიკელის ანგარიშზე კი არცერთი ეისი, 2 ორმაგი შეცდომა და 1 ბრეიკია.

ამრიგად, ნადალმა საფრანგეთის მიმდინარე ღია პირველობაზე მესამე თამაშიც სეტის წაუგებლად მოიგო. მანამდე რაფამ ასევე ამერიკელი მაკდონალდი და იტალიელი ტრავალია დაამარცხა. ესპანელი მეოთხედფინალში იანიკ სინერს შეხვდება, რომელმაც ალექსანდერ ზვერევს 6:3, 6:3, 4:6, 6:3 მოუგო.

როლან გაროსი 12 ოქტომბერს დასრულდება. შეგახსენებთ, რომ ნადალი მოქმედი ჩემპიონია. წინა ფინალში მან დომინიკ ტიმი 6:3, 5:7, 6:1, 6:1 დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები