Thumbnail
  • 📅 4 ოქტომბერი | ⌚ 23:00 | ⚽ ბარსელონა V სევილია
  • მატჩის წინ კუმანმა ანსუ ფატიზე და დემბელეზე ისაუბრა

ბარსელონამ ესპანეთის ჩემპიონატი ორი შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო: ჯერ ვილიარეალს მოუგო 4:0, მერე კი სელტას - 3:0. სევილიასთან მატჩის წინ, რომელიც დღეს გაიმართება, კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გუნდში დიდ კონკურენციაზე ისაუბრა. ნიდერლანდელმა ანსუ ფატი და უსმან დემბელე ერთმანეთს შეადარა.

“ბარსელონას თავდამსხმელებს შორის დიდი კონკურენციაა. ანსუ დემბელეს უსწრებს. თუ ვინმე უკმაყოფილოა, მითხრას. მინდა, რომ ადამიანები ბედნიერები იყვნენ. თუ ვინმეს გუნდში ყოფნა არ სურს, უბრალოდ მითხრას. თუმცა ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს. თუ ფეხბურთელი არაფერს ამბობს, მას თამაშის საშუალება მიეცემა,” - ვკითხულობთ კუმანის კომენტარს AS-ში.

ნიდერლანდელმა დასძინა, რომ საერთო ჯამში გუნდით კმაყოფილია: “სრულყოფილება ყოველთვის აუცილებელი არ არის. ფეხბურთელებს უნდათ მოსმენა და პროგრესი. მათ საქმისადმი ფუნდამენტალური მიდგომები აქვთ და ეს მართლაც მახარებს. იმედია, მუშაობას ასევე გავაგრძელებთ. ბარსელონა იცვლება, მაგრამ ჯერ კიდევ მაგარია.”

ბარსელონასა და სევილიას მატჩი 23:00-ზე დაიწყება. ბარსას მსგავსად, სევილიასაც ორივე თამაში მოგებული აქვს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები