Thumbnail
  • ედინსონ კავანი კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს
  • ურუგვაელის აგენტმა მანჩესტერ იუნაიტედთან გარიგება დაადასტურა

ინგლისური მედიის ინფორმაციით, ედინსონ კავანის ბედი გადაწყდა - 33 წლის ურუგვაელი კარიერას მანჩესტერ იუნაიტედში აგრძელებს. ინფორმაცია კავანისა და იუნაიტედის შეთანხმებაზე ცენტრფორვარდის მრჩეველმაც დაადასტურა.

“დიახ, ეს მართალია. ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ,” - უთხრა კავანის მრჩეველმა ვალტერ გულიელმონემ Inside Futbol-ს.

ედინსონ კავანის პსჟ-სთან კონტრაქტი დაუმთავრდა და მანჩესტერში უფასოდ მიდის

ედინსონ კავანი პარი სენ-ჟერმენიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა. მას კონტრაქტი ამოეწურა, რომელიც ფრანგულ გრანდში აღარ გაუგრძელეს. უახლოეს საათებში კავანის მანჩესტერში ელოდებიან, სადაც ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის. Mail on Sunday-ს ინფორმაციით, ურუგვაელი ‘ოლდ ტრაფორდზე’ კვირაში დაახლოებით 230 000 ევროს აიღებს.

ამავდროულად, ‘სანი’ წერს, რომ მანკუნიანელები კავანის თანამემამულე ფაკუნდო პელისტრისაც გადაიბირებენ. ეს უკანასკნელი 18 წლის იმედისმომცემი გარემარბია - ანუ, ჯეიდონ სანჩოს ნაცვლად ყიდულობენ. პელისტრი 11 მილიონი ევრო ღირს და იგი იუნაიტედს დიეგო ფორლანმა ურჩია.

კომენტარები

ბოლო ამბები