Thumbnail

მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ 2023 წლის მსოფლიოს თასის წილისყრის თარიღი, ადგილი და ფორმატი გამოაცხადა. ცერემონიას 14 დეკემბერს პარიზის ბრონიარის ცნობილი სასაცლე უმასპინძლებს. 

მსოფლიო რაგბიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გუნდები კალათებში არა მიმდინარე რეიტინგის მიხედვით გადაენაწილება, არც 14 დეკემბრისთვის არსებული რეიტინგით, არამედ, სულ "წაშალოს" წლევანდელი ტესტები და კალათები 2020 წლის 1 იანვრის რეიტინგით გადაანაწილოს. 

მაშ ასე კალათები ასე განაწილდა:

1: სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ინგლისი, უელსი

2. ირლანდია, ავსტრალია, საფრანგეთი, იაპონია

3. შოტლანდია, არგენტინა, ფიჯი, იტალია

4: ოკეანეთი 1, ევროპა 1, ამერიკა 1, აზია/ოკეანეთი 1

5: აფრიკა 1, ევროპა 2, ამერიკა 2, ბოლო საკვალიფიკაციოს გამარჯვებული

როგორც ხედავთ, იტალია, რომელიც რეიტინგით ახლა მე-14 პოზიციაზეა და ჩამორჩება მე-12-ზე მყოფ საქართველოს ნაკრებს, იანვარში კი სწორედ მე-12 იყო.

ბორჯღალოსნებს ჯერ ოფიციალურად არ მოუპოვებიათ 2023 წლის მსოფლიოს თასის საგზური. დიდი ალბათობით, ჩვენი გუნდი ამას შეძლებს და ის მე-4 კალათში განთავსდება. 

2023 წლის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 21 ოქტომბრამდე პერიოდში საფრანგეთის 9 ქალაქში (პარიზი, მარსელი, ლიონი, ლილი, ბორდო, სენტ ეტიენი, ნიცა, ნანტი, ტულუზი) ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები