Thumbnail

კვიპროსის პირველი დივიზიონის მე-6 ტურში თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა ნიქოზიის ოლიმპიაკოსი ქართული გოლებით დაამარცხა - 2:0 და 10 ქულით (თამაშით ნაკლები აქვს) მე-3 ადგილზე გადავიდა. 

გოლები ქვილითაიამ და ოქრიაშვილმა გაიტანეს

23-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა, კომბინაცია თავად წამოიწყო, თუმცა გოლი ფაქტობრივად კარის ხაზიდან გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ეს მისი მეორე გოლია ანორთოსისის მაისურით, ევროთასებზე მან ბაზელს გაუტანა. 

91-ე წუთზე ანგარიშს წერტილი დაუსვა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელმაც პენალტი გაიტანა. გიორგი ლორიამ, ბუბა დაუშვილმა, ოქრიაშვილმა და ქვილითაიამ, ყველამ შეუცვლელად ითამაშეს. 

📺 ქვილითაიას გოლი ოლიმპიაკოსის კარში

თამაშის შემდეგ თემურ ქეცბაია პრესკონფერენციაზე კი გამოცხადდა, მაგრამ მან მხოლოდ ორი სიტყვა თქვა: "ყველაფერი კარგადაა", ეს ფრაზა მან 6-ჯერ გაიმეორა და გავიდა. შეგახსენებთ, რომ ახლახან ქეცბაია No comment-ისთვის დასაჯეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები