Thumbnail
  • 📅 4 ოქტომბერი | ⌚ 19:30 | ⚽ მანჩესტერ იუნაიტედი V ტოტენჰემი
  • სეზონი ორივე გუნდმა მარცხით დაიწყო, მაგრამ შემდეგ თამაში გამოასწორა
  • მანჩესტერ იუნაიტედმა შინ ტოტენჰემს ბოლო 7 შეხვედრიდან 6 მოუგო  
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ინგლისის პრემიერლიგის მე-4 ტურში ერთმანეთს მანჩესტერ იუნაიტედი და ტოტენჰემი ხვდებიან. "ოლდ ტრაფორდზე" ყოფილი მწვრთნელის რანგში ჩადის "დეზების" თავკაცი ჟოზე მოურინიო, რომელიც ამ თანამდებობაზე 2018 წლის მიწურულს, "წითელი ეშმაკების" ამჟამინდელმა დამრიგებელმა ოლე გუნარ სულშერმა შეცვალა. 

მანჩესტერ იუნაიტედმა არცთუ საუკეთესოდ დაიწყო ახალი სეზონი. სასტარტო ტურში სულშერის გუნდი შინ კრისტალ პალასთან შერცხვა (1:3), შემდეგ კი სტუმრად ბრაიტონთან ახლოს იყო ქულების დაკარგვასთან, მაგრამ კომპენსირებულ დროში გატანილი პენალტით შეძლო მოგება (3:2). მანკუნიანელები უფრო დამაჯერებლები ინგლისის ლიგის თასზე იყვნენ, სადაც ერთნაირი ანგარიშით (3:0) ლუტონსა და ბრაიტონს სძლიეს და ტურნირის ¼-ფინალში გავიდნენ. 
 
ტოტენჰემთან დაპირისპირებაში სულშერს აქსელ ტუანზებეს, ფილ ჯონსისა და სერხიო რომეროს იმედი ვერ ექნება. 

მარკუს რაშფორდმა ტოტენჰემს პრემიერლიგის ბოლო 3 მატჩში 3 გოლი გაუტანა 

პრემიერლიგის სეზონი “დეზებმაც” მარცხით დაიწყეს, მაგრამ შემდეგ ყველა ტურნირში ჩატარებული 7 მატჩიდან 6 მოიგეს და მხოლოდ ერთში დასჯერდნენ ფრეს. ოღონდ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ პერიოდში ტოტენჰემს მეტოქეები არცთუ ძლიერები ჰყავდა, გარდა ჩელსისა, რომლის დამარცხება ლიგის თასის მატჩში მხოლოდ პენალტების სერიაში შეძლეს. მანამდე ამ ტურნირში მოურინიოს გუნდმა ლეიტონის ბარიერი უბრძოლველად დაძლია, რომელსაც ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს, ხოლო ევროპალიგაში გზიდან პლოვდიდის ლოკომოტივი (2:1), შკენდია (3:1) და ჰაიფას მაკაბი (7:2) ჩამოიშორა. 

პორტუგალიელ სპეციალისტს თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ნამდვილად ვერ ექნება გარეთ ბეილის იმედი, ხოლო კითხვის ნიშნის ქვეშაა ჰეუნ მინ სონისა და ჯოვანი ლო სელსოს თამაში.

ჰარი კეინი ოლდ ტრაფორდზე მაკაბისთან შესრულებული ჰეთ თრიკით ჩადის

საინტერესო ფაქტები

⚽ მანჩესტერ იუნაიტედი შინ გამართულ ბოლო 7 მატჩში მინიმუმ ერთ გოლს იტანდა.

⚽ სულშერის გუნდმა პრემიერლიგაში ბოლო 10 მატჩიდან 8-ში სულ ცოტა 2 გოლი გაიტანა.

⚽ "წითელი ეშმაკებმა" ყველა ტურნირის ბოლო სამივე მატჩში სამი გოლი გაიტანეს.

⚽ სულშერის შეგირდებმა პრემიერლიგის ბოლო 16 მატჩიდან 10-ში გამარჯვება იზეიმეს.

⚽ გასულ სეზონში იუნაიტედმა ტოტენჰემს შინ 2:1 მოუგო, სტუმრად კი ქულა მოიპოვა - 1:1.

⚽ მანჩესტერ იუნაიტედის ბოლო სამ საშინაო მატჩში ტოტენჰემთან 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ მანჩესტერ იუნაიტედმა ტოტენჰემი ბოლო ექვსი დაპირისპირებიდან ხუთში დაამარცხა. 

⚽ მანჩესტერმა ტოტენჰემს შინ ყველა ტურნირში ჩატარებული ბოლო 7 მატჩიდან 6 მოუგო.

⚽ იუნაიტედი-ტოტენჰემის ბოლო 12 მატჩიდან 9-ში გატანას მხოლოდ ერთი გუნდი ახერხებდა. 

⚽ ტოტენჰემი პრემიერლიგაში სტუმრად არცთუ დამაჯერებელია - 3 მოგება ბოლო 11 მატჩში. 

⚽ ტოტენჰემის სტუმრად ჩატარებულ ბოლო სამ შეხვედრაში გოლს ორივე გუნდი იტანდა. 

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - ვან-ბისაკა, ბეიი, მაგუაირი, შოუ - პოგბა, მატიჩი - გრინვუდი, ფერნანდეში, რაშფორდი - მარსიალი.
ტრავმა: ტუანზებე, ჯონსი, რიმერო. 

ტოტენჰემი (4-3-3): ლორისი - დოერტი, ალდერვეირელდი, დაიერი, რეგილონი -ჰოიბერგი, უინკსი, დ’ნომბელე - მოურა, კეინი, ბერგვეინი.
ტრავმა: ბეილი.

კომენტარები

ბოლო ამბები