Thumbnail
  • სადიო მანეს ტესტის პასუხი დადებითია
  • ლივერპულში მანამდე ტიაგო ალკანტარაც დაინფიცირდა

ლივერპულისა და სენეგალის ნაკრების ფეხბურთელი სადიო მანე კორონავირუსით დაინფიცირდა. "წითლების" ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, სადიოს ტესტირების პასუხი დადებითია.

მანეს კოვიდ-19-ის მცირე სიმპტომები აღენიშნება, მაგრამ მთლიანობაში თავს კარგად გრძნობს. რა თქმა უნდა, ლივერპულელთა ლიდერი იზოლაციაში იყოფება და გარკვეული ხნით მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს.

ბოლო დღეებში ლივერპულში კორონავირუსის მე-2 შემთხვევა გამოვლინდა, მანამდე ვირუსი ინგლისელთა ესპანელ ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარას შეეყარა. მიმდინარე სეზონში სადიო მანემ პრემიერლიგაში 3-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები