Thumbnail

'ნაკრებს კარგ განწყობაზე უნდა შევუერთდე' - შენგელია ბეშიქთაშთან დუბლის შემდეგ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

თურქული სუპერ ლიგის კონიასპორის შემტევი ნახევარმცველი ლევან შენგელია "ჰურიეთთან" ინტერვიუში ამბობს, რომ 8 ოქტომბრის უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის საქართველოს ნაკრებს კარგი განწყობით უნდა შეუერთდეს. ლევან შენგელიამ ახლახან ბეშიქთაშის კარში დუბლით გამოიჩინა თავი. კვირას კონიასპორი დენიზლისპორს სტუმრობს:

ლევან შენგელია (კონიასპორი): "ბეშიქთაშთან თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ, რაც კარგად გამოჩნდა. მწვრთნელის დავალებები სრულად შევასრულეთ. კონიასპორი იმსახურებს წარმატებულ თამაშს სუპერ ლიგაში. დენიზლიშიც მოსაგებად მივდივართ, იქიდან ქულები უნდა წამოვიღოთ, მე კი მსურს, რომ ეროვნულ ნაკრებს კარგ განწყობაზე შევუერთდე". 

შეგახსენებთ, რომ კონიასპორს თურქეთის ჩემპიონატში ორ მატჩში 4 ქულა აქვს. სუპერ ლიგაში შენგელიას 2 გოლი აქვს გატანილი, მასზე მეტი ჯერ მხოლოდ რადამელ ფალკაომ (გალათასარაი) გაიტანა (3).  ლევან შენგელია იმ ფეხბურთელთა შორისაა, რომლებიც ვლადიმირ ვაისმა 8 ოქტომბრის ევრო 2020-ის პლეი ოფის მატჩისთვის ეროვნულ გუნდში გამოიძახა.

კომენტარები

ბოლო ამბები