Thumbnail

'რომელუზე ეს უნდა იცოდეთ' - რაშფორდის და ლუკაკუს ისტორია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მარკუს რაშფორდი რომელუ ლუკაკუს ძალიან აფასებს და უანგარო ადამიანად თვლის
  • 'იცოდა, რომ მეორე დღეს ყველა ჩემზე ისაუბრებდა'

მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელმა მარკუს რაშფორდმა რომელუ ლუკაკუსთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა. 2019 წლის 6 მარტს, მანჩესტერ იუნაიტედმა სტუმრად პარი სენ-ჟერმენთან ანგარიშით 3:1 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა.

"წითელმა ეშმაკებმა" გადამწყვეტი გოლი 94-ე წუთზე გაიტანეს, პენალტი ზუსტად რაშფორდმა დაარტყა და მატჩის გმირი გახდა, იმის მიუხედავად, რომ იმ თამაშში ლუკაკუმ დუბლი შეასრულა...

პსჟ-იუნაიტედის მატჩში ლუკაკუმ დუბლი შეასრულა

მარკუს რაშფორდი: "პატარა ისტორიას მოგიყვებით რომელუ ლუკაკუს შესახებ. ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში პსჟ-ს ვეთამაშებით და 0:2 გვაქვს წაგებული. მე-2 წუთზე რომელუმ გაიტანა. 30-ე წუთზე რომელუმ გაიტანა. კვალიფიცირებისთვის კიდევ ერთი გოლი გვჭირდება. 94-ე წუთი - პენალტი...

რომელუმ ბურთი აიღო და მომაწოდა. მან იცოდა, რომ ეს ჩემი მომენტი იყო. იცოდა, რომ ამ პენალტის გატანის შემდეგ მეორე დღეს ყველა ჩემზე ისაუბრებდა. არ მიაქცია ყურადღება იმას, რომ ამ გამარჯვებაში მისი წვლილი ყველაზე დიდი იყო.

ეს უნდა იცოდეთ რომელუ ლუკაკუს შესახებ, უანგარო და გუნდური მოთამაშეა. ჩრდილში დარჩენა და სხვისთვის ადგილის დათმობა მისთვის პრობლემა არასდროსაა. ის ჩემი ძმაა და ძალიან ვაფასებ".

აღსანიშნავია, რომ მანჩესტერს პარი სენ-ჟერმენთან დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიმდინარე სეზონშიც მიუწევს. თუმცა, რაშფორდი და ლუკაკუ თანაგუნდელები უკვე აღარ არიან. ბელგიელი მეორე სეზონია მილანის ინტერის ღირსებას იცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები