Thumbnail
  • ბარსელონას კაპიტნის შეხედულებებს კლუბის ტრანსფერებზე გავლენა აქვს
  • არგენტინელს არ სურს, რომ კლუბმა დემბელე გაუშვას და დეპაი მოიყვანოს 

ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონას თავდამსხმელი და კაპიტანი ლიონელ მესი, კატალონიურ კლუბში მემფის დეპაის ტრანსფერის წინააღმდეგია, რომლის დამატებით გუნდის მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი განსაკუთრებით არის დაინტერესებული. 

არგენტინელ ფეხბურთელს სურს, რომ უსმან დემბელე, რომლის გაყიდვას ბარსელონა მანჩესტერ იუნაიტედში აპირებს, გუნდში დარჩეს. არადა, სწორედ დემბელეს ტრანსფერი მისცემს ბარსელონას ლიონიდან დეპაის გადაბირების შესაძლებლობას.

კუმანი დეპაის ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობის პერიოდიდან იცნობს

ცნობილია, რომ 26 წლის ნიდერლანდელი გარემარბი თანამემამულე რონალდ კუმანის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა ბარსელონაში და სპეციალისტი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ანტუან გრიზმანის გაშვებასაც კი დათანხმდეს, ოღონდ კი მემფისი თავისთან იხილოს. 

კატალონიურმა კლუბმა დეპაისთან პირადი კონტრაქტის დეტალები რამდენიმე კვირის წინ უკვე შეათანახმა, ლიონიდან მისი დამატება კი სავარაუდოდ, სულ რაღაც 13 მილიონი ევრო დაუჯდება. 

მემფის დეპაი ლიონში მანჩესტერ იუნაიტედიდან, 2017 წელს გადავიდა, 2019/20 წლების სეზონში ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ½-ფინალამდე გააღწია. მემფისმა საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში ლიონის ღირსება 5 მატჩში დაიცვა და 4 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები