Thumbnail

დოკ რივერსი აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდს გაწვრთნის

  • დოკ რივერსი ფილადელფია სიქსერსის მთავარი მწვრთნელი გახდა
  • მან ფილადელფიურ კლუბში ბრეტ ბრაუნი ჩაანაცვლა

ESPN-ის ცნობილმა ინსაიდერის, ადრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, ლოს ანჯელეს კლიპერსის ყოფილი მთავარი მწვრთნელი დოკ რივერსი კარიერას ფილადელფია სიქსერში გააგრძელებს.

დენვერ ნაგეთსთან მოულოდნელი მარცხის შემდეგ, კლიპერსმა რივერსი დაკავებული თანამდებობიდან გაუშვა. მას კლუბთან კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებდა. დოკი ფილაში ბრეტ ბრაუნს ჩაანაცვლებს, რომელთან ერთადაც ფილადელფია ბოსტონთან პლეი ოფის პირველივე სერიაში 0:4 დამარცხდა.

რივერსს NBA-ს ჩემპიონობა 2008 წელს აქვს მოგებული, როდესაც მისმა ბოსტონმა ფილ ჯექსონის ლეიკერსს 4:2 სძლია. ახალი სეზონიდან მისი მთავარი მოწინააღმდეგე სწორედ ბოსტონ სელტიკსი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები