Thumbnail
  • ბარსელონა 76:66 ცსკა
  • თორნიკე შენგელია 15 ქულით თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო
  • ბარსამ ცსკა ყველა კომპონენტში დაჩაგრა - მიროტიჩი და დევისი საუკეთესოები იყვნენ

ევროლიგის ახალი სეზონი პირველივე ტურში მნიშვნელოვანი მატჩით გაიხსნა - ცსკა, სადაც თორნიკე შენგელია თამაშობს, სტუმრად ამ სეზონის მთავარ ფავორიტს, ბარსელონას შეხვდა.

მატჩი ისეთი დაძაბული არ გამოვიდა, როგორც მაყურებელი ელოდა. ბარსელონამ ძალიან შთამბეჭდავად დაიწყო და პირველივე მეოთხედი 10 ქულით მოიგო. ცსკა-ს დაცვა ვერაფერს უხერხებდა ბარსას 'დიდებს' - ნიკოლა მიროტიჩს და ბრენდონ დევისს. კატალონელებს სამწამიანში გადამწყვეტი უპირატესობა ჰქონდათ და თავის მხრივ, მათმა დაცვამ ცსკა-ს შეტევაში არაფრის საშუალება არ მისცა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს ფინალს?

  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • მაიამი ჰიტი

ბარსამ თავისი უპირატესობის შენარჩუნება შემდეგ მეოთხედებშიც შეძლო. მოსკოველები მეტოქეს მხოლოდ ერთხელ, მეოთხე მეოთხედში მიუახლოვდნენ ორქულიან დისტანციაზე, თუმცა ალექს აბრინესის სამქულიანმა ბარსას უპირატესობა ისევ ხუთ ქულამდე გაზარდა და კატალონელებს მატჩზე კონტროლი აღარ დაუკარგავთ, სხვაობას ისინი ეტაპობრივად ზრდიდნენ.

ცსკა-მ მთელი 9 სროლით მეტი შეასრულა (60-51), მაგრამ ბარსას აქტიური დაცვის წყალობით, სროლის ძალიან ცუდი პროცენტი (38.3) ჰქონდა და მხოლოდ 66 ქულას დასჯერდა. თავის მხრივ, ბარსელონა 54 პროცენტით ისროდა და 15-დან 6 სამქულიანი გამოიყენა.

შენგელია მიროტიჩის წინააღმდეგ

 თორნიკე შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო. მან შეხვედრა 15 ქულით, 5 მოხსნით (სამი მეტოქის ფარზე) და 3 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. თორნიკემ 6-დან 4 ორქულიანი გამოიყენა, თუმცა პერიმეტრიდან მხოლოდ 4-დან 1 ბურთი ჩააგდო. შენგელიას გარდა, ათქულიან მაჩვენებელს ცსკა-ს მხოლოდ ორი მოთამაშე გადაცდა (ჯეიმსი 13, ჰაკეტი -11).

ბარსადან საუკეთესოები სწორედ დევისი (18 ქულა) და მიროტიჩი (17 ქულა) იყვნენ. ცსკა-მ თავისი ახალი ფორმაციით და ახალწვეულებით ნაკლებად დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა, ბარსამ კი აჩვენა, რომ ამ სეზონის მთავარ ფავორიტად სამართლიანად მიიჩნევა.

კომენტარები

ბოლო ამბები