Thumbnail
  • სარაგოსა 87:81 ტენერიფე
  • გიორგი შერმადინი: 28 წუთი - 22 ქულა, 8 მოხსნა

ათენში საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის რვათა ფინალის თამაშები დაიწყო - 1/4 ფინალში გიორგი შერმადინის ტენერიფე ესპანურ დუელში სარაგოსას დაუპირისპირდა  და 81:87 დამარცხდა. 2 ოქტომბერს გამარჯვებული სარაგოსა ნახევარფინალში ბერძნულ აეკ-ს ხვდება, ხოლო იბეროსტარი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა.

წაგებულთა რიგებში ქართველი ცენტრი საუკეთესო იყო 24 მარგი ქმედების კოეფიციენტში, შერმადინმა 28 წუთში 22 ქულა მოუტანა გუნდს. ამის გარდა მის ანგარიშზე 8 მოხსნა და 1 პასიცაა. გიორგიმ ბოლო მეოთხედში მალევე მიიღო მე-4 პერსონალური შენიშვნა, ასე რომ, დროებით სკამზე გადაინაცვლა. ქართველი ცენტრი ბოლოსკენ შევიდა და სამი წუთით ადრე ანგარიშიც გაათანაბრა - 76:76. სამწუხაროდ, ბოლო წუთზე შერმადინმა მეხუთე ფოლი მიიღო, მის გარეშე კი იბეროსტარი ვერას გახდა. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს ფინალს?

  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • მაიამი ჰიტი

 

კომენტარები

ბოლო ამბები